Google და Foxconn რობოტიზირებულ ქარხნებს აშენებენ


The Wall Street Journal-ის მიხედვით, Google და Foxconn რობოტიზირებული ქარხნების ახალი სისტემის განვითარებაზე მუშაობენ.

აქამდე ცნობილი იყო, რომ Google-ის სწრაფმზარდი რობოტოტექნიკის განშტოების მმართველი Andy Rubin დაინტერესებულია ავტომატური მოწყობილობების განვითარებითა და წარმოებით, თუმცა Journal-ის განცხადებით, ჩანაფიქრისთვის ხორცშესხმის პროცესის ერთობლივად დასაჩქარებლად იგი Foxconn-ის CEO Terry Gou-ს შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ Google-ის მიერ რობოტების არმიის გამოყენების მიზნებისა და სურვილების შესახებ დისკუსია მიმდინარეობს, რეპორტი გვიმტკიცებს, რომ რობოტოტექნიკის მწარმოებელი ქარხნების განვითარება მისი გეგმების სათავეშია.
კომპანიას აშკარად სურს მომავალში ადამიანების ფიზიკური შრომა ტექნოლოგიური აგრეგატებით შეიცვალოს და მუშაობს რობოტებისთვის ახალი ოპერაციული სისტემის განვითარებაზე, რომელიც მათ სასურველი დავალებების შესრულებასა და მართვაში დაეხმარება.